„ექსნაციონალი ვარსკვლავები“ შეიძლება, დაწყვილდნენ

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ვარსკვლავი უწოდა, გავრცელებულ ინფრომაციას იმის შესახებ, რომ „გირჩი“ გიორგი ვაშაძის პარტია შესაძლოა, საარჩევნოდ გაერთიანდნენ, არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც ჯააფრიძე ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, „გირჩი“ კონსულტაციებს მხოლოდ ვაშაძესთან კი არა, პროდასავლური ყაიდის სხვა პარტიებთანაც მართავს.
ისე, თუ „გირჩი“ და ვაშაძე გაერთიანდებიან, ამით შესაძლოა, რაღაცნაირად დადასტურდეს მოარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორივე სუბიექტი „ნცმოძრაობას“ ივანიშვილის დახმარებით გამოეყო.
შეგახსენებთ: თავის დროზე ითქვა, რომ „გირჩის“ შესაქმნელად ყოფილმა პრემიერმა სერიოზული თანხა ჩადო. ასეთივე ხმა გავრცელდა ვაშაძესთან დაკაშირებითაც.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტი რუსული საფრთხის გამო თავდაცვას გააძლიერებს
შემდეგი სტატიავარშავის სამიტის მოლოდინები და შესაძლო იმედგაცრუებები