“ექიმები საზღვრებს მიღმა”: ამერიკელები ომის წესებს არღვევენ

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ “ექიმები საზღვრებს მიღმა” (MSF) განაცხადა, რომ პენტაგონის მიერ ავღანეთის კუნდუძაში ამერიკელი სამხედროების მიერ საავადმყოფოს დაბომბვის გამოძიებამ “სამხედროების შეცდომების შემაშფოთებელი მაჩვენებელი” დააფიქსირა.
ბიბისისთან ინტერვიუში ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯოან ლუ ამერიკელ სამხედროებს ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ის დაბომბვის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს, რომლის შედეგადაც 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ექიმები.
ამერიკელი გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კუნდუძას საავადმყოფო, რომელიც “ექიმები საზღვრებს გარეშეს” ეგიდით მუშაობდა, დაღლილი სამხედროების მიერ შეცდომით იქნა დაბომბილი.
გენერალ ჯონ კემპბელის თქმით, რომელიც ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ძალებს მეთაურობს, ავიადარტყმის მიზეზი “სისტემური წყვეტა და ადამიანური ფაქტორია”. მან საავადმყოფოს ინციდენტს “ტრაგიკული” უწოდა და მასში მონაწილე ყველა პირი გადააყენა.
ამერიკის სამთავრობო გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟმა საავადმყოფო თალიბების მიერ დაპყრობილ შენობად მიიჩნიეს და მათ არ იცოდნენ, რომ სამოქალაო შენობას ბომბავდნენ. გარდა ამისა, “ექიმები საზღვრებს გარეშე” საავადმყოფო ამერიკულ სამხედრო რუკაზე არ იყო აღნიშნული, როგორც სამოქალაო შენობა.
ნოემბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჯაროვა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ საავადმყოფოზე ავიადარტყმების დაწყებისას ექიმები ამერიკელ სამხედროებს რამდენჯერმა დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიზანი არასწორია.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“ჩემს მეგობარზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ”- ირაკლი შოთაძე ფარცხალაძეზე