“ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხეები“

ელენე ხოშტარია:

“საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის გაზპრომთან მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხეები,“ – ეს განცხადება საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრიდან დროზე ადრე გამოსულმა ხოშტარიამ ასევე განაცხადა, რომ მინისტრი გაზპრომთან არსებულ მოლაპარაკებებს მხოლოდ კომერციულ პროცესად აღიქვამს.

„ამაზე რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი არის თუ არა ეს ესე, ფაქტიურად პირდაპირ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის კომერციული მოლაპარაკებები და არანაირი პოლიტიკური რისკები არ არის, ეს არის საგანგაშო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. სამწუხაროდ მთვარ შეკიხთვებზე ვერ მივიღეთ პასუხი,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

შეხვედრას ესწრებოდა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილიც.

„მინისტრი საუბრობს მინისტრის პოზიციიდან და ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რაც ჩვენ ენერგოსისტემას ახასიათებდა იმ დროიდან, როცა კალაძეს ფეხბურთის თამაში არ ჰქონდა დაწყებული ამიტომ ის ასე ყველაფერს ვერ შეცვლის, რუსული გაზი საქართველოსთვის უცხო ხილი არ გახლავთ და რაოდენობრივად რაიმე კატასტროფის გამოწვევა წარმოუდგენელია,“ – განაცხადა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა
შემდეგი სტატია“ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა,” – კახა კალაძე “გაზპრომზე” საუბრობს