ელენე ხოშტარია – აფგან მუხთარლის საქმე ის საკითხია, რომლითაც მთლიანად ქვეყანა ზარალდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმე ის საკითხია, რომლითაც მთლიანად ჩვენი ქვეყანა ზარალდება.

მისი თქმით, მუხთარლი ხელისუფლების მიმართ ძალიან კონკრეტული ბრალდებებით გამოდის.

„ძალიან კონკრეტულ გარემოებებსა და ვითარებას მიუთითებს, თუ როგორ გაქრა ქალაქის ცენტრიდან. ამიტომ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხია, რომ ვაიძულოთ და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამ კომისიაზე პასუხი უნდა გასცენ, ნორმალურ ქვეყანაში როგორ შეიძლება ასეთი რამ საერთოდ მოხდეს. ამ საკითხს ბიუროზე დღეს კიდევ ერთხელ დავაყენებთ და საუბარს სესიაზეც ვაპირებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, ამას კი, განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვება”