ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 13, 2017 11:36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკონომიკის სხვა მიმართულების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის”,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრს, გიორგი გახარიას, ის შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.

საქართველოს მთავრობაში ცვლილებების შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 13, 2017 11:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics