“ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის” – ხალვაშის პასუხი ოქრუაშვილს

ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოეხმაურა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის და მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება,რაც შეეხება მიუნხენში გამართულ შეხვედრას, ხალვაშის თქმით, ეს შეხვედრა 2010 წელს, შემთხვევით მოხდა და ტელევიზიაზე საუბარი არ ყოფილა:
”ერთმანეთს ცივად დავშორდით, ტელევიზიაზე კი არც გვისაუბრია. მხოლოდ იხუმრა, ”რუსთავი 2”-ზე რა გავაკეთოთო და ასეთივე ირონიული პასუხი მიიღო.
ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება. მითუმეტეს, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს დარიგებულ გენერლის წოდებებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება ”პასტაპუსტობას”, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა ოქრუაშვილის მხედართმთავრობა მეხვეწებოდა, ჩვენი თანაგუნდელი გახდიო. ღმერთს მადლობა, რომ ამ ცდუნებას გადამარჩინა.
ოქრუაშვილთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, უბრალოდ ვცდილობდი, ჩემი განსხვავებული ხედვების გამო მისგან მაქსიმალურად დისტანცირებული ვყოფილიყავი.
მასთან მეგობრობა ბევრ ქართულ ოჯახს ტრაგედიად ექცა – უმადური არა ვარ და ოქრუაშვილს მადლობას გადავუხდი საზოგადოების ინფორმირებისთვის. დიახ, მეგობრები აღარ ვართ, რისი თქმაც ადამიანურად ძალიან მიჭირდა.
რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ორი პასუხი მაქვს: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის”, -განაცხადა ქიბარ ხლავაშმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინეს
შემდეგი სტატიასაბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს