საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი, გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები.

საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი, გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები. ამასთან, სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს, როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია, როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის” – ხალვაშის პასუხი ოქრუაშვილს
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის სერიოზულ ზეწოლას მოქმედი თავმჯდომარისგან, რომელიც არის და იყო პოლიტიკური ფიგურა”