“დღევანდელ გაუფასურებაში დიდი წვლილი სწორედ ლარიზაციის პროგრამას აქვს” -პაპავა

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მნიშნელოვან ფაქტორად ექსპერტები მთავრობის მიერ შეთავაზებულ ლარიზაციის პროგრამას ასახელებენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ლარიზაციის პროცესი დღეს ძირითადად იპოთეკური სესხების ხარჯზე ხდება.

ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით აღმოჩნდა, რომ სამომხმარებლო სესხების საერთო რაოდენობის, 22 % გაცემულია დოლარში ან სხვა უცხოურ ვალუტაში, ხოლო 78%- ლარში.

ექსპერტ გიორგი პაპავას აზრით, ეს პროგრამა რომ არ დაწყებულიყო, დღევანდელი მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა.

„მე მჯერა, რომ ძალიან დიდი წვლილი დღევანდელ გაუფასურებაში აქვს სწორედ ამ ლარიზაციის პროგრამას და უკვე მომავალში დოლარში სესხების შეზღუდვას. ეს პროგრამა რომ არ გამოცხადებულიყო, დღეს თუნდაც იგივე ადამიანები შეძლებდნენ უფრო იაფად გადაეყვანათ სესხი ლარში, ვიდრე გადაიყვანენ მაშინ, როდესაც ეს პროგრამა შევა ძალაში,“ – განაცხადა გიორგი პაპავამ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ ალეპოდან 4500 ადამიანი გამოიყვანეს