პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს. საუბარია დეკანოზის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერზე, რომლის ნაწილიც საპატრიარქომ დღეს გაავრცელა. ჩანაწერის ქრონომეტრაჟი 34 წუთია:
“ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ჩანაწერის სრულ ვერსიას აუცილებლად მივცემთ. მათ სრულ ვერსიას. როგორ ფიქრობთ, ასეთ წინდაუხედაობას გამოვიჩენდით და მონტაჟს გავაკეთებდით, რომ მერე საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციოთ ეს? გავრცელებული ჩანაწერი სრული ვერსიაა. დღის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ მათ თხოვნას და მივცემთ ჩანაწერს”, – განაცხადა ბოტკოველმა.