დავით უსუფაშვილი – “რუსთავი 2”-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, ყურადღებით იყოს, რადგან ხალვაშის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს

თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით – ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა.
უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სამაუწყებლო კომპანიასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვითარება “ფეთქებად საშიში” გახდა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს.

უსუფაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისიგნორირებაზე იფიქრებს, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემის დასაწყისი.

“თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდიო პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები,”-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ენმ”: მერიამ სარეზერვო ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია
შემდეგი სტატია“ენმ”-მ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა