დავით უსუფაშვილი: დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია – მე ამას ვადასტურებ

პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს მიმართავს. დავით უსუფაშვილის თქმით, თუ მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე კოპალეიშვილი მისი თანამშრომელი იყო, მაშინ ეს ორმაგი აცილების საფუძველს იძლევა.

“დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია – მე ამას ვადასტურებ. თუ თქვენ მიუთითებთ დამატებით საფუძვლებზე, რომ მოსამართლეებს შეიძლება კიდევ სხვა პრობლემები ჰქონდეთ და მიკერძოებულობა ეჭვქვეშ იდგეს, ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ განიხილოს.

პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში. ამიტომ, ეს პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით,” – განმარტა დავით უსუფაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტი მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი: ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს