გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს

news
ავტ.: news ნოემბერი 10, 2015 11:36

გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს.
თუმცა, როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო განიხილავს საკითხს, არის თუ არა საფუძველი მეუღლის გარკვეული წლების წინანდელი საქმიანობა ვიღაცასთან მოსამართლის აცილების საფუძველი.
“ელექტორნული სახით პარლამენტიდან შუამდგომლობა შემოსულია. ჩვენთან მოვიდა პირველად ის, თუ – პრესაში, ეს სხვა საკითხია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. იურიდიულად მოვა დოკუმენტი და სასამართლო ვალდებულია, განიხილოს შუამდგომლობა ნებისმიერი მხარის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მოსამარლზე გავლენა მის პირად ურთიერთობებს არ აქვს, მაგრამ სასამართლო ამას სერიოზულასდ აღიქვამს და განიხილავს. კერძოდ, კოლეგია განიხილავს საკითხს, არის თუ არა საფუძველი მეუღლის გარკვეული წლების წინანდელი საქმიანობა ვიღაცასთან ერთად მოსამართლის აცილების”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აცილების პრეცედენტი სააპელაციო სასამართლოში ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაპუაშვილის განცხადებით, საკითხი დაყენებულია, თუმცა სასამართლოს არ გაუზიარებია.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 46-ე მუხლის და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2-ის” მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის” ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

news
ავტ.: news ნოემბერი 10, 2015 11:36

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics