დავით სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფუნქციასთან დაკავშირებით დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს.

სერგეენკოს თქმით, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების, ან რაიმე სხვა სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შრომით დავებს შეეხება. მისივე განმარტებით, სამმხრივი კომისია უკვე შეიკრიბა შარშან და გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მინისტრს მედიაცია დაევალა.

„სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აღარ მახსოვს მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს დეტალებში და პროცესებში. კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების, ან რაიმე სხვა სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შრომით დავებს შეეხება. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც უკვე შეიკრიბა შარშან და გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია. ხაზს ვუსვამ, სამმხრივი კომისიის ფუქნცია არ არის კონკრეტული შრომითი დავების განხილვა, ეს არის პოლიტიკის და სტრატეგიის შემმუშავებელი, ასე ვთქვათ, საბჭო და არა კონკრეტული შრომითი დავების განმხილველი. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე აქტიურადაა ჩართული, მონაწილეობს ამ პროცესში და ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დაგდგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მაღაროელთა პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას. მისივე თქმით, აუცილებელია, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ამოქმედდეს.

banner
წინა სტატიაში„ეს ხალხი არიან მარაზმატიკები, რადგან აკეთებენ იმას, რაც არ იციან”, – ოპოზიცია მთის კანონზე
შემდეგი სტატია“ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზანს გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით”