დავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონზე ნაკლები არ იქნება

2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა განაცხადა.

დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება.

„პირველადი ვარიანტი 2017 წლის ბიუჯეტისა გვაქვს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის დაზუსტებას ველოდებით და კიდევ უფრო მეტად გაზრდას საშემოსავლო ნაწილისას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი პროექტები და პროგრამები დავგეგმოთ. ვფიქრო, რომ წელსაც 800 მილიონზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება,“ – ამბობს დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების ვინაობა შესალოა ხვალ გახდეს ცნობილი
შემდეგი სტატიაზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე მომუშავე ქართველი მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ