საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების ვინაობა შესალოა ხვალ გახდეს ცნობილი

“ქართული ოცნება” საპარლამენტო თანამდებობებზე კონკრეტულ კანდიდატებს, სავარაუდოდ, ხვალინდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაასახელებს.

მმართველი გუნდი, პარლამენტის ფორმირების შესახებ კონსულტაციებს, მეორე დღეა კაჭრეთში მართავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, თანამდებობებთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.

“კონსულტაციები დღეს საღამოს და ხვალ დილით გვექნება. მედიაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა – გარკვეული ნაწილი სიმართლესთან ახლოს არის, ნაწილი კი სინამდვილეს არ შეესაბამება. ასე, რომ ყველაფერი დასალაგებელია. მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები”,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების” წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი მიმდინარე დღეების განმავლობაში, პარლამენტის ფორმირებასა და პოზიციებთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობდა.

მმართველი გუნდის წევრებმა უკვე დაადასტურეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ზუგდიდის #72-ე საარჩევნო უბნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონზე ნაკლები არ იქნება