ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე მომუშავე ქართველი მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ

სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე მომუშავე ქართველი მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან უკვე ჩავიდნენ სტუდენტები. ისინი გაფიცულ ქართველ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ. სტუდენტების თქმით, ზვარეში ქართველ მუშებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და მათი შრომითი პირობები ხშირად ირღვევა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები მესამე დღეა აქციას მართავენ.
რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა, რომლებიც ზესტაფონის და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს .

რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამუშაოების განახლებას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონზე ნაკლები არ იქნება
შემდეგი სტატია“ვინც უკადრებელი იკადრეთ, ვინც უზრდელობთ, ვინც სიბინძურეს ავრცელებთ, განცხადების ეს ნაწილი თქვენ გეხებათ”