პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.
“მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, ამ დარბაზში საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საშუალება, მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის – მთავრობის პროგრამის წარმოდგენის დროს. ახლა ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინეხე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი ხედვა ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიორიტეტების. ეს არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა, ღიად, საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოვხატოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.