მაკა ასათიანი სპეცილუარ განცხადებას ავრცელებს

მაესტროში განითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით არხის 25%-ის მფლობელი მაკა ასათიანი სპეცილუარ განცხადებას ავრცელებს.

MAKA-ASATIANI

“მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რომ რაიმე ფორმით ვისაუბრო უგნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება ვითომდა პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით. მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს „მაესტრო“-ს იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ.”- ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი-დავინეხე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები
შემდეგი სტატია“პრაქტიკულად საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია “გაზპრომთან” დაკავშირებით”