დაველოდებით საქართველოს პრეზიდენტს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ირაკლი აბესაძის კომენტარი მოსმენების კანონთან დაკავშირებით
,,ქართულმა ოცნებამ’’ მართლაც ძალიან დაჩქარებულად და მხოლოდ ძალის დემონსტრირებით მოახდინა კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო კანონპროექტის მიღება და იმის ნაცვლად, რომ გაეზიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღწერილი საფრთხე, რომ სუს-ის შემადგენლობაში მოსმენის ტექნიკური საშუალებების არსებობა დაუსაბუთებლად ზრდის უკანონო მოსმენების რიცხვს, ამის ნაცვლად პირდაპირ სუს-ის შემადგენლობაში დარჩა მოსმენების შესაძლებლობა. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ უბრალოდ, შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. სწორედ ამიტომ იყო, რომ განხილვაზეც კი უარი ითქვა მეორე მოსმენის დროს. ახლა დაველოდებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დასაბუთებული შენიშვნებით დააბრუნოს კანონპროექტი პარლამენტში და ამ განხილვებში კვლავ აქტიურად ჩავერთვებით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას ,,ქართული ოცნების’’ ის უარგუმენტო მცდელობა, რომ კვლავ სუს-ის შემადგენლობაში დატოვოს მოსმენები, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით შეიძლება იყოს განპირობებული,’’- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშიყველაფერი პროკურატურის მხრიდან ცირკს დაემსგავსა
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა