ზუგდიდის მუნციპალიტეტის სოფელ დარჩელში 70 წლის ფუშვა ბიგვავა დაიკარგა. პენსიონერი სამი დღის წინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. “თაიმერთან” სოფელში აცხადებენ რომ , რომ მათ ქალის დაკარგვასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არა აქვთ და არ იციან, რატომ შეიძლებოდა 70 წლის ქალბატონი დაკარგულიყო.
ინფორმაცია “თაიმერს” შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ძებნის საქმე შექმნილია და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება.