საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქში „დაბნეულ“ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ არ ესმის და ვერასოდეს გაიგებს იმ ადამიანებისას, ვინც ვიზალიბერალიზაციაზე იქედნურად და ნიშნისმოგებით ქირქილებს.
„არის ამბები, როდესაც იმის მიუხედავად, კონკრეტული მე ამ წუთას მისგან სარგებელს ველი თუ არა, ხელის შეხება შემიძლია თუ არა, გვიხარია. გვიხარია იმიტომ, რომ იმაზე მაღლა შეგვიძლია დავდგეთ ამ წუთას, ვიდრე კონკრეტული „მეს“ სარგებელია,“ – წერს ხიდაშელი და ვიღაცებს ურჩევს, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალი დაინახონ:
„დავინახოთ ცოტა მეტი; დავინახოთ საკუთარი ქვეყნის მომავალი; გაგვიხარდეს ქვეყნის უკეთესი.“