ცნობილია დაეშის ბოევიკის სახელი და გვარი, რომელმაც ჩეჩენი წამებით მოკლა

news
: news დეკემბერი 4, 2015 21:07

ცნობილია დაეშის ბოევიკის სახელი და გვარი, რომელმაც ჩეჩენი წამებით მოკლა

ცნობილი გახდა დაეშის („ისლამური სახელმწიფოს“ არაბული სახელწოდება) ბოევიკის სახელი და გვარი, რომელმაც თავი მოკვეთა 23 წლის ჩეჩენ მაგომედ ხასიევს. მანვე, ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნოემბრის ბოლოს დადო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს არის 28 წლის ანატოლი ზემლიანკა, ქალაქ ნოიაბრსკის (იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქი) მკვიდრი, რომელიც რუსეთში ფედერალურ ძიებაშია გამოცხადებული.
წამებით მოკლული ჩეჩენი მაგომედ ხასიევი (ნამდვილი სახელი და გვარია ევგენი იუდინი) გროზნოდან არის. ის ჯერ ეგვიპტეში ჩავიდა, ხოლო შემდეგ დაეშის ბოევიკების მიერ იქნა გადაბირებული. ტერორისტებმა თავიანთი საქციელი იმით ახსნეს, თითქოს ხასიევი ინფორმაციას გადასცემდა რუსულ სპეცსამსახურებს.
ამას წინათ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა კადიროვმა განაცხადა, რომ ყველას იპოვნიან, ვინც მონაწილეობდა ჩეჩნეთის მოქალაქის წამებით სიკვდილში. ხასიევი ან იუდინი ცხოვრობდა გვარდეისკის ბავშვთა თავშესაფარში, რომელიც მდებარეობს ქ. გროზნოს ნადტერეჩნის რაიონში. ჩელიაბინსკის ოლქში დაბადებული იუდინი გროზნოს ინტერნატში მას შემდეგ მოხვდა, რაც დედამისს ჩამოართვეს მშობლის უფლებები.
მისი მკვლელი 28 წლის ანატოლი ზემლიანკაც ასევე რუსეთის მკვიდრი და ეთნიკური რუსი აღმოჩნდა. იამალო-ნენეცკის ოლქში მას კარგად იცნობენ და უცებ ამოიცნეს ვიდეოში. ცნობილია, რომ ის 2013 წლიდან არის დაეშის წევრი. ქ. ნოიაბრსკში მას მშობლები და ძმა ყავს.

news
: news დეკემბერი 4, 2015 21:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics