კახა კალაძე: ჩვენი პარტია, როგორც კოალიციის წამყვანი ძალა, ევროპული კურსის უმთავრესი გარანტია

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ სერგეი სტანიშევისთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

კახა კალაძის თქმით, კოალიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლელ პარტნიორებთან.

„მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი სტანიშევის ჩამობრძანება. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების გაღრმავებას დასავლელ პარტნიორებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტიამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, ამ მიმართულებით. გამოვყოფდი ერთ-ერთს, ესაა პარტიის გაწევრიანება ევროპულ სოციალისტურ პარტიაში, რაც მისასალმებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტია, როგორც მმართველი კოალიციის წამყვანი ძალა, არის საქართველოს ევროპული კურსის უმთავრესი გარანტი. ჩვენ პარტიორობას ევროპულ სოციალისტურ პარტიებთან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. დღეს შედგა ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გავაკეთეთ. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ბატონი სტანიშევისგან სამომავლო თანამშრომლობაზე და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღეთ მხარდაჭერა მისგან ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ევროპულ სოციალისტების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაში,,რესპუბლიკური“ პარტიის სპეციალური განცხადება – პარტია საჯარო დებატებს წყვეტს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: როდესაც ქვეყანაში არჩევნებია, რუსული პროპაგანდის გაძლიერება ხდება