კახა კალაძე: როდესაც ქვეყანაში არჩევნებია, რუსული პროპაგანდის გაძლიერება ხდება

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს.

როგროც კალაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ ყველა რეფორმა განხორციელდება, რათა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს საქართველოს იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რომელსაც ევროპა ჰქვია.

„მაშინ როდესაც ქვეყანაში არჩევნებია, ხდება რუსული პროპაგანდის გაძლიერება და ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ამერიკასთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, საქართველომ და ქართველ ხალხმა, აირჩია გზა – გზა ევროპისკენ და საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ ყველა რეფორმას განვახორციელებთ იმისთვის, რათა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს საქართველოს იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რომელსაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენი პარტია, როგორც კოალიციის წამყვანი ძალა, ევროპული კურსის უმთავრესი გარანტია
შემდეგი სტატიაალექსანდრე ბარამიძე: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე პოლიტიკური ნება არსებობს