ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. რაკეტას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია სამიზნის განადგურება.

ჩრდილოეთ კორეამ ბალესტიკური რაკეტა რამდენიმე საათის წინ გამოსცადა. რაკეტამ 2800 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და სავარაუდო სამიზნემდე მისვლას 39 წუთი მოანდომა.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტამ 930 კილომეტრი იფრინა და შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდას „ტვიტერით“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „სამხრეთი კორეა და იაპონია ფხენიანის ასეთ ქმედებას დიდხანს აღარ მოითმენენ“.

https://youtu.be/GTnyHYAYp_Q

banner
წინა სტატიაშიდაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
შემდეგი სტატიაშსს-მ ფოთში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა