ჩიტების სკინტლმა ამერიკული ატომური რეაქტორი გააჩერა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2016 19:39

ჩიტების სკინტლმა ამერიკული ატომური რეაქტორი გააჩერა

ჩიტების სკინტლმა ატომური რეაქტორების ნაწილობრივი გაჩერება გამოიწვია ნიუ-იორკის შტატში – CNN-ი ელექტროსადგურ Entergy-ს ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Entergy-ს ცნობით, შეფერხების მიზეზი გახდა “სკინტლის გრძელი, ვიწრო ნაკადი, რომელსაც დიდი ფრინველები აფრენისას ხშირად გამოყოფენ”. სკინტლი ერთ-ერთი ელექტროგადამცემის ნაკადში მოხვდა, რამაც ელექტრონული რკალი შექმნა და მოკლე ჩართვა გამოიწვია. რეაქტორი სამი დღით გამოვიდა მწყობრიდან.
შემთხვევა 2015 წლის დეკემბრის თვეში მოხდა. კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარის გამო არ დაზარალებულა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2016 19:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics