ამ ფორმით პირველად მოხდა ევროსაბჭოში პარლამენტარების პოზიციის და პროტესტის დაფიქსირება!!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი წერს და ფოტოებსაც ავრცელებს.
“მაგრამ მთავარი ის არის, შევძლებთ 21-ე საუკუნის გმირის სიცოცხლის და თავისუფლების დაცვას?
ნადია სავჩენკოს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის ამ ბრძოლიდან მაინც გამარჯვებული გამოვა, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გავაგრძელოთ არსებობა, თუ ის ვერ გადავარჩინეთ?”,- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.