“ჩემ შვილს დანა არ ჰქონია” -დეკანოზი შიო მენაბდე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 10:04

“ჩემ შვილს დანა არ ჰქონია” -დეკანოზი შიო მენაბდე

დეკანოზი შიო მენაბდე მის შვილითან დაკავშირებით ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა 3 ივნისის ქადაგებისას მოზარდების მკვლელობის საქმეზე ილაპარაკა და თქვა, რომ მის შვილს ხელში ცივი იარაღი არ სჭერია.
“მეგობრის დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე იარაღი მესროლეს პნევმატურიო და უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო. როგორ მოიმოქმედებდა თითოეული მათგანი ვინც იქ გამოსულია და ყვირის არც იცის რას? პატრულს დაურეკავდა? რომელიმე პატრულს დაურეკავდა? არ აძლევნდნე ჩვენებას, რადგან ქურდული აზროვნებით აზროვენებენ ისინი. მაგრამ მე ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის. საცოდავია ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა და არ აღიარებს. უბედურზე უბედურია. მისგანაც ვიცი და მისი მეგორებისგანაც ვინც იქ იყო, რომ ჩემ შვილს დანა არ ჰქონია”, – თქვა დეკანოზმა ქადაგებაში.
დეკანოზმა მრევლს მოსაზრება ზაზა სარალიძის შესახებაც გაუზიარა. მისი თქმით, ის არასწორი გზით მიდის:
“დღეს ვხედავ, რომ ეს არ არის მამის გლოვა. იქ აფთრები შეიკრიბნენ, როცა ბატონი ზაზა სარალიძე მობრძანდა, ვუთხარი, რომ შურისძიება ღმერთის არაა”, – თქვა დეკანოზმა ქადაგებისას.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, ეს უცნობია.
მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა. გავრცელებული ჩვენებით ირკვევა, რომ დავით სალარიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 10:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics