ცესკო 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს.

12:00 საათის მონაცემებით – მარნეულის 36-ე მაჟორიტარული ოლქის 48-ე უბანში, სოფელი ყიზილაჯლო 20.6%, 296 ამომრჩეველია მისული.

ზუგდიდის 66-ე ოლქის 38-ე უბანი, – 14.3% განმუხური, რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან მისულია 164.

ზუგდიდის 66 ოლქის, 79-ე უბანი, სოფელი ჯიხაშკარი – 19.2% აქტივობა. 925 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 178 უკვე გააკეთა არჩევანი,

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე 23.6% აქტივობა, 774 ამომრჩევლიდან 183-მა უკვე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

banner
წინა სტატიაში“დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული”
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულში გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც სერიოზული საფრთხეები იწყება