სოზარ სუბარი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულში გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც სერიოზული საფრთხეები იწყება

NDI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურანლისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ყიზილაჯლოში განუცხადა.

„ეს არის „რუსთავი 2“-ის და მისი ხელმძღვენელობის მოგონილი მორიგი სიცრუე. NDI -ის განცხადებაში არაფერი მსგავსი არ ეწერა. არჩევნები ჩატარდა ისეთ მშვიდ გარემოში, როგორც არასდროს ჩატარებულა. იყო რადენიმე დარღვევა და ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ დარღვევებში მონაწილეობდა, ვერანაირი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდნეენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირბას. მაშინ რაც გააკეთეს, არა მხოლოდ უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომლის მიღმა ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა იმამკულიევმა პირადად გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა.

„ეს არის სიმშვიდის, ტოლერანტობის, სიწყნარისა და სხვდასხვა რელიგიური, თუ ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების ტრადიცია, რასაც ემყარება ქართული სახელმწიფი. მეორედ ამას აღარ გავამეორებინებთ არავის“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგანმუხურში საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად გიორგი ტუღუში იმყოფება