ბურჭულაძის მეუღლის დაკითხვა – ხარჯები სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს

ფონდ ,,იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში პაატა ბურჭულაძის მეუღლეს დაკითხავენ. ანჟელა ვასილენკოს დაკითხვა გერმანიაში მოხდება, რადგან ის გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მანამდე საქართველოს პროკურატურას მისი ვიეტნამიდან გერმანიაში ჩასვლისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურება მოუწევს. ვასილენკო გარკვეული პერიოდის მანძილზე ფონდის საქმიანობაში იყო ჩართული.
,,სათანადო უწყება უნდა გაეგზავნოს სათანადო წესით მოწმის სახით გამოკითხვის თაობაზე, უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ მგზავრების ხარჯები მისი მოცდენის ხარჯები და ამგვარად დარეგულირდება ეს საკითხი. თავად ქალბატონი ანჟელა მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან“- ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ 5 მოზარდს სამედიცინო დაწესებულებებიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ