ბრიტანელი ახალგაზრდობა პენსიონერებზე რეფერენდუმის შედეგების გამო გაბრაზებულია

ბრიტანელი ახალგაზრდობა პენსიონერებზე რეფერენდუმის შედეგების გამო გაბრაზებულია

17ახალგაზრდა ბრიტანელები გაბრაზებული არიან ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, რომლის თანახმადაც ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს. ბევრი ახალგაზრდა “ტვიტერში” წერს, რომ პენსიონერების გადაწყვეტილება იყო “ბრექსითი”, რომლითაც “მათი მომავალი დაანგრიეს”. ხანდაზმული კონსერვატორები, თავის მხრივ, დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ მსგავს გადაწყვეტილებას შეუძლია ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორება.
18-24 წლის ასაკის ბრიტანელების 64%-მა ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა. მათი აზრით, ევროკავშირის წევრობა გადაადგილების და სხვა თავისუფლებებს ნიშნავს.
65 წელზე მეტი ასაკის 58%-ი თვლის, რომ “ბრექსითი” მიგრაციის კრიზისის ერთადერთი გამოსავალია და რომ აუცილებელი იყო ბრიუსელის დიქტატურიდან თავის დაღწევა.

banner
წინა სტატიაში“ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგის გამო”
შემდეგი სტატიაგზის აღდგენითი სამუშაოები 07:00 სთ-დან 20:00 სთ-მდეა შესაძლებელი