Bild-მა ანგელა მერკელის საშობაო მენიუ გაასაჯაროვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საშობაოდ სუპერმარკეტში კარტოფილი, კარაქი, ხაჭო, წიწაკა და ერთი შეკვრა კანფეტი იყიდა – Bild-ი წერს. კანცლერმა სულ 100 ევრო დახარჯა. ეს გერმანიის ლიდერისათვის ჩვეულებრივი პროდუქტებია და მასში სადღესასწაულო არაფერია – წერს გამოცემა. როგორც Bild-ი ირწმუნება, მერკელს საშობაოდ, არც ტრადიციული ბატი ექნება და არც ალკოჰოლი. ერთადერთი, რითიც ის სტუმრებს გაუმასპინძლდება, კანფეტები Mon Chéri-ია.

ფოტოზე ჩანს, რომ მერკელს დაცვის რამდენიმე წევრი ახლავს თან.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გაერომ ისრაელს დიდი ზიანი მიაყენა
შემდეგი სტატიაობამამ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა