ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა

თავდასხმა გერმანიაში დიპლომატიურ ავტომობილებზე.ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ამის შესახებ ინფორმაცია ”თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

”გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ ფაქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს”, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, რომელიც ბერლინში დაწვეს, ერთ-ერთი ასევე საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ