საგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გააკეთა.

მისივე თქმით, გუშინდელი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნა, საკონსულოსთან და სხვა უწყებებთა საგარეუ საქმეთა სამინისტრო კვლავ მჭიდროს კონტაქტზეა, ცხელი სატელეფონო ხაზი მუშაობს არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ ანკარასა და ტრაპზონშიც.ჯალაღანიას თქმით, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე, ვინც გამოფრენა ვერ მოახერხა, სასტუმროშია გადაყვანილი, ნაწილი კი, ავტობუსით გამოემგზავრა.

რაც შეეხება ინფორმაციას საქართველოს ორი მოქალაქის დაშავების შესახებ, ინფორმაცია ამ დროისთვის მოწმდება.

banner
წინა სტატიაშიბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა
შემდეგი სტატიაშსს – აეროპორტებში, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომები ტარდება