დავით ნარმანია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისთან დაძმობილებულ ქალაქ სტამბოლის მერს კადირ ტოფბაშს ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

დავით ნარმანია ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო, უსამძიმრებს თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.

სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სტამბოლში მომხდარ ტერაქტს მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას უკავშირებენ
შემდეგი სტატიაბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა