ბექა წიქარიშვილი ორგანიზაციის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას ეხმაურება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 14, 2018 01:59

ბექა წიქარიშვილი ორგანიზაციის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას  ეხმაურება

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი ორგანიზაციის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თავს გაყიდულად გრძნობს. ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ დავით სუბელიანის განცხადება იყო კომუნიკაციის პრობლემა და იმ შემთხვევაში თუ დაპირებები მინისტრის მხრიდან არ შესრულდება, აქციები გაგრძელდება.

„ჩვენ წინასწარ დავაანონსებთ შაბათის აქცია. იმ შემთხვევაში თუ კი მოლაპარაკებები წარიმართება ისე, რომ ვერ ვნახავთ ხელშესახებ შედეგებს და ეს იქნება უბრალო დაპირებები, რასაც ეს პერიოდი ვხედავთ, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და მინდა ეს გზავნილი საზოგადოებამ და ჩვენმა მხარდამჭერებმაც გაიგონ. ჯერ არაფერი არ მოგვიგია. ეს არის მხოლოდ დაპირება და ჩვენი წინაპირობა არის ის, რომ ეს დაპირება თუ არ შესრულდა ჩვენ ისევ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 14, 2018 01:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics