საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების რადიკალურ ცვლილებას, იმის მიუხედავად რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, არ ელოდება:
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება საქართველოზე, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა მეოთხედი საუკუნეა უკვე ეფექტურად და მზარდი ტემპით ვითარდება, მიუხედავად სხვადასხვა ადმინისტრაციების ცვლილებისა და ამ ადმინისტრაციების სხვადასხვა საგარეო პოლიტიკისა. გარკვეული პრიორიტეტების მუდმივობა ნარჩუნდება, ეს არის პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორობების შენარჩუნება. ამ სტატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს და აქედან გამომდინარე, არ ველოდები რაიმე რადიკალურ ცვლილებას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, თუმცა ბუნებრივია, ამერიკის ევროპული პოლიტიკა, ამერიკის გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკა, მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება გველოდება წინ“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.