ბახმაროში ავტომობილი კლდიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანია დაშავებული, ისინი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. ავტოსაგზო შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.