აშშ-ში სურვილი აქვთ მექსიკას ყაყაჩოს პლანტაციების განადგურებაში დაეხმარონ – ამის შესახებ აშშ-ს ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელმა უილიამ ბრაუნფილდმა განაცხადა – “ბიბისი” წერს.
ბრაუნფილდის თქმით, აშშ-ს შეუძლია დააფინანსოს სპეციალისტების მომზადების პროგრამა, ასევე, მექსიკას მიაწოდოს ვეტმფრენები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლაში დასჭირდებათ.
2012 წლიდან მექსიკაში ყაყაჩოს ოპიუმის წარმოება გაიზარდა.