აშშ-ის საელჩო ავტოავარიისას საელჩოს თანამშრომლისა და საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 13:23

აშშ-ის საელჩო ავტოავარიისას საელჩოს თანამშრომლისა და საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავტოავარიისას საელჩოს თანამშრომლის მარკ მიტჩელისა და საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებით ადასტურებს, რომ 6 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საელჩოს თანამშრომელი, მარკ მიტჩელი. ადგილობრივი ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევას იძიებს.
მარკი USAID–ის გუნდის ფასდაუდებელი წევრი იყო და მის არყოფნას ძალიან განვიცდით.
ამერიკის საელჩოს გუნდი უთანაგრძნობს მარკის ოჯახს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და დაშავებულებს.
მარკი ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას ჩვენი სამყაროს გაუმჯობესებისათვის. მან მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა თავის სამშობლოსა და მის საზღვრებს გარეთ. მარკი ემახსოვრებათ იმ თავდადებული შრომისათვის, რომელიც მან გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად გასწია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს წერილში.
ავტოსაგზაო შემტხვევა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, დაბა მანგლისთან მოხდა. დაშავდა 17 მგზავრი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 13:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics