არჩილ თალაკვაძე : სააკაშვილი უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას

კიევში მიმდინარე მოვლენებს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში უკვე გაგზავნილია და ახალ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.

„ბატონი სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას, თუ რამდენად მისაღებია ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს და სამართლებრივ პროცედურებს, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამართლებრივი საკითხი. საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„ბენტლი მოტორსი“ საქართველოში პირველ შოურუმს გახსნის
შემდეგი სტატიაპირველი არხის გადამღები ჯგუფი კიევში არ შეუშვეს