პირველი არხის გადამღები ჯგუფი კიევში არ შეუშვეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 6, 2017 12:58

პირველი არხის გადამღები ჯგუფი კიევში არ შეუშვეს

პირველი არხის ჯგუფი – ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, ოპერატორი ზაზა შუკვანი და ჩართვის ტექნიკოსი ლევან გულბანი კიევში არ შეუშვეს.

მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტში პირველი არხის გადამღები ჯგუფი დღეს დილით რამდენიმე საათით დააყოვნეს, გასაუბრების შემდეგ კი მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადეს.

„წაიღეს პასპორტები, მიზეზი არ ვიცით, რატომ არ შეგვიშვეს. უბრალოდ გვითხრეს – უარიაო. დოკუმენტებზე ხელი არ მოგვიწერია, რომელიც უკრაინულადაა შედგენილი და ჩვენთვის გაუგებარია. ვითხოვეთ განმარტება, მაგრამ უარი განგვიცხადეს. როცა ჩავფრინდით, მე და ოპერატორი გაგვატარეს, ჩართვის ინჟინერი კი შეაყოვნეს, შემდეგ კი დაგვირეკეს და ჩვენც შეგვაბრუნეს. რამდენიმე წუთში თბილისში გამოვფრინდებით“, – აცხადებს პირველი არხის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 6, 2017 12:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics