პირველი ტურის მოსაგებად ხმების რაოდენობა არცერთ კანდიდატს არ ჰყოფნის

41484817წინასწარი მონაცემების მიხედვით მარნეულის ერთ უბანზე, განმეორებითი კენჭისყრის შედეგად პირველ ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი გავიდა ხოლო ზუგდიდის ოლქის სამ უბანზე ჩატარებულ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა. არცერთ კანდიდატს არ ჰყოფნის მიღებული ხმები, რომ პირველი ტურში მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები. ორივე ოლქში მეორე ტური გაიმართება.

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსახლეობის აქტივობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მარნეულში 1436 ამომრჩევლიდან უბანზე 766 მივიდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 61.4%-ია. ზუგდიდის სამივე ოლქში ჯამში 2484 ამომრჩევლიდან უბანზე 1468 გამოცხადდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 51.6%-ია.

ქვეყნის მასშტაბით სულ 4 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან სამი ზუგდიდში ხოლო ერთი მარნეულში. ყვლეა უბანი საღამოს 8 საათზე, განსაზღვრულ დროს დაიხურა. ზუგდიდში კენჭისწყრა სოფელ ჯიხაშკარის ორ უბანსა და სოფელ განმუხურში ჩატარდა, მარნეულში კი სოფელ ყიზილაჯლოს უბანზე.

მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი ხოლო ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებდნენ მონაწილეობას. მარნეულში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევია, ხოლო ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი.

banner
წინა სტატიაში(video) „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმამკულიევის ყიზილაჯლოს უბანზე გამარჯვებას აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაბელორუსმა ბოინგის იძულებითი დაბრუნების გამო უკრაინას პროტესტი გამოუცხადა