„არავის აქვს უფლება ჩაერიოს მიმდინარე სასამართლო პროცესებში”

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებებს რუსთავი 2-თან დაკავშირებით ეხმაურება საქართველოს ვიცეპრემიერი. კახი კალაძე ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას მიესალმება და ამბობს, რომ ის უწყების მიერ გამოთქმულ აზრს სრულად იზიარებს.

„ჩვენ ვეთანხმებით ყველა იმ განცხადებებს. არავის აქვს უფლება ჩაერიოს მიმდინარე სასამართლო პროცესებში, არც ნაციონალურ მოძრაობას, არც გარკვეულ დაჯგუფებებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და სასამართლო პროცესები. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ჟურნალისტებს – ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, რომ შეგეძლოთ მუშაობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე პირველი კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია და უწყება ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

banner
წინა სტატიაში„აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება“
შემდეგი სტატიავანში „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაცია დაიშალა