“არასამთავრობოები, ყველა პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, აღნიშნავენ, რომ წინასაარჩვენო გარემო გაუმჯობესებულია”

საარჩვენო პროცესის სწორად წარმართვის საჭირო ელემენტები არჩვენების დღემდე იყო წესრიგში, წინასაარჩვენო გარემოს შესახებ კი, დისკუსიების დროს ოთხი ძირითადი საკითხი წამოიჭრა – ძალადობრივი ინციდენტბი და დაშინების შემთხვევები; დაბალი ნდობა დარღვევებისა და ძალადობრივი ინციდნეტების დროული და მიუკერძოებელი გამოძიების და რეაგირების მექანიზმის მიმართ; კამპანიის დაფინანსების კუთხით არსებული უთანსწორობის საკითხები და ადმინისტრაციული რესურების არამიზნობრივი გამოყენება. ამის შესახებ NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იანოშ ონიშკევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო სხვა საკითხებიც, მაგალითად ორი პარტიის ყოფილი, ქარიზმატული ლიდერის საკითხი, რომლებიც აგრძელებენ ზეგავლენის მოხდენას პარტიების პოლიტიკაზე.

„წინასაარჩვენო პერიოდში გამოკვეთილ პრობლმებს შორის ასევე იყო ის, რომ პარტიების წევრთა წინაასაარჩვენო რიტორიკა უფრო მეტად იყო მიმართული ოპონენტების დისკრედიტაციისკენ და არა პროგრამული საკითხებისადმი. რაც შეეხება ძალადობის გამოვლინებებს, უნდა აღინიშნოს რომ წინასაარჩვენო პერიოდი ძირითადად მშვიდი იყო, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე ინციდენტსაც. გამოვყოფდი იმ პოზიტიურ საკანონდმებლო ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა წინასაარჩვენო პერდიოდში, მაგალითად ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სასჯელის გამკაცრება არჩვენებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. ასევე აღსანიშნავია პოლიტიკური პარტიების დაპირება, რომ საარჩვენო პერიოდში ძალადობას არ დაუშვებენ, თუმცა ზოგიერთი პარტიის კონრეტული წარმომადგენლის რიტორიკა არ იყო შესაბმისი“,აღნიშნა NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, არჩვენებისთვის საბიუჯეტო სახსრების არასათანადო გამოყენების შემთხვევები შემცირებულია, რაც სავარაუდოდ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლით არის გამოწვეული, თუმცა იყო უამრავი შემთხვევა უკანონდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროვების, რომელბიც გამოყენებული იყო პოლიტიკური ოპოენენტების დისკრედიტაციისთვის. ასევე, იყო საჩივრები უშიშროების სამსახურის ოფიცრების მხრიდან დაშინების ფაქტებზე. მიუხედვად ამისა, ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ასევე არასამთვრობო ორგანზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩვენო გარემო, გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

banner
წინა სტატიაშიშედეგები კვლავ შეიცვალა, ბარიერს ისევ ორი პარტია ლახავს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის გამგებლის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა