აფხაზური მილიცია განზრახ აფეთქებას უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდაცავი სტრუქტურები უარყოფენ 18 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას გალის რაიონში ერთ-ერთი კერძო სახლის განზრახ აფეთქების თაობაზე.
მომხდართან დაკავშირებით, აფხაზური მილიცია იუწყება, რომ სოფელ მახუნჯრაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა დენის მოკლე ჩართვის გამო. კერძოდ, საცხოვრებლის პირველ სართულზე მწყობრიდან გამოვიდა კონდიციონერი. ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა საგანგებო მდგომარეობის ძალების მიერ. სახლი პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა. ზარალმა შეადგინა 1200000 მანეთი.

“თაიმერის” ინფორმაციით კი გალის რაიონში უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლი დაწვეს. შემთხვევის ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალიც აღმოაჩინეს. შესაბამისად, არსებობს ვერსია, რომ სახლი ააფეთქეს. აფეთქების დროს სახლში ბავშვები და დედა იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქებული სახლის ამსახველი ფოტოები „თაიმერს“ გალის რაიონიდან მოაწოდეს.

banner
წინა სტატიაში(video) ნიკა მაჭუტაძე: „ჩვენ არასოდეს დავთმობთ კონსტიტუციას!“
შემდეგი სტატიადიდ დიღომში სააფთიაქო ქსელ „ჯი-პი-სის“ აფთიაქი დააყაჩაღეს