აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად იძაბება

თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და ფეთქებადსაშიშია.
სოხუმში არ წყდება მიტინგები და გამოსვლები დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას გადაყენების და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. პარალელურად ხაჯინბას მომხრეები ცალკე მართავენ მიტინგებს, რომელშიც ხალხის სიმრავლის მიზნით უკვე გალის რაიონიდან ქართული მოსახლეობაც მიჰყავთ იძულებით. როგორც წყარომ ,,თაიმერს,, დაუდასტურა, გალის ადმინისტრაციის ხემძღვანელი თემურ ნადარაია, გალის ყველა სოფლის, სკოლისა თუ სხვა დაწესებულების ხელმძღვანელს აიძულებს მობილიზაცია გაუკეთონ ქართული მოსახლეობის წაყვანას სოხუმში ხაჯინბას მხარდამჭერ მიტინგებზე.
მსგავსი დაძაბულობის ფონზე, დეფაქტო ხელისუფლებამ 13 დეკემბერი სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის დასვენების დღედ გამოაცხადა. ოპოზიცია შიშობს, რომ სასწავლო დაწესებულებებისთვის დამატებითი დასვენების დღის მიცემა, ხელისუფლებას 13 დეკემბერს ხაჯინბას მომხრეთა მიტინგზე ხალხის მისაყვანად ჭირდება, რითაც სურს ოპოზიციის მიერ 15 დეკემბერს დანიშნული სახალხო შეკრებისთვისთვის ხელის შეშლა. ნათელია, რომ 13 და 15 დეკემბერი, მიუხედავად ცივი კლიმატისა, აფხაზეთში პოლიტიკურად ძალიან ცხელი დღეები იქნება.
,,აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის სკოლებისთვის 13 დეკემბერი გამოსასვლელ დღედ გამოცხადდა! რის საფუძველზე ღებულობს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას? ასეთი მოქმედებებით ხაჯინბას რეჟიმი ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი და დარჩეს. ხალხო, თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ იმისი, რომ სამსახურიდან გაგანთავისუფლებენ! ხელისუფლება სუსტია და უპერსპექტივო… მას თავად ეშინია თქვენი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ: ხელს შეუწყობთ ხაჯინბას და მის უკან მდგომ მაფიას, თუ წახვალთ 15 დეკემბერს სახალხო შეკრებაზე, რომელიც ახალი საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივას მოგვცემს!,, ავრცელებს მოსახლეობისადმი მიმართვას აფხაზური ოპოზიცია.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილი ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატია„ჩვენ არ გვესმის რატომ ეშინია რუსეთს“