აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით, სოხუმში გემანიის ბიზნეს-კავშირის დელეგაცია იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი გერმანული კომპანიის გენერალური დირექტორები და სხვა წარმომადგენლები. ასევე, ცნობილი ჟურნალისტი – ტომას ნელსი, რომელიც აფხაზეთზე მასალას მოამზადებს.
სტუმრობის მიზანია აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა, როგორც აფხაზური მხარე ავრცელებს, სტუმრები დაინტერესებული არიან თანამშრომლობით და სხვადასხვა სფეროში შესაძლო ინვესტიციებს განიხილავენ.
შეხვედრა 10 მაისს დასრულდა.