აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მისი მხარდამჭერი სადეპუტატო უმრავლესობა მუდმივად ამახვილებს ყურადღებას საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად და არამიზნობრივად ხარჯვის დაუშვებლობაზე. მიუხედავად ამისა, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ე.გვაზავა, რომელიც იქამდე დაეცა, რომ კოლეგებს ღიად „აშინებს“ ჩვენთვის უცნობი თუ საერთოდ არარსებული გავლენიანი მფარველებით, კვლავაც აგრძელებს ბიუჯეტის თვითნებურად განკარგვას, მის გამოყენებას უკიდურესად მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის პრივილეგიების შესანარჩუნებლად. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია მისმა „ნოუ-ჰაუმ“, რომელიც უკვე სამი თვეა წევრთა აუცილებელი რაოდენობის გარეშე უზრუნველყოფს ერთ-ერთი ფრაქციის შენარჩუნებას. ე.გვაზავას მიერ ჩადენილი ამ უკანონობის არსი ორ ფრაქციას შორის წევრების დაუსრულებელ როტაციაში მდგომარეობს. აღნიშნული „ნოუ-ჰაუს“ წყალობით შესაძლებელი ხდება სასურველი ფრაქციის არსებობის ბევრად უფრო მეტი ხნით გახანგრძლივება.

კატეგორიულად მოვითხოვთ უმაღლესი საბჭოს დიდი უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელი, სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანის მცდელობის, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის დაუყოვნებლივ აღკვეთას, ე.გვაზავასა და მის მიერ ამ საქმეში ჩართული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას”-ნათქვამია აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი მსაჯის მეუღლე – 5000 ლარის გამო გაიმეტეს ჩემი მეუღლე